18 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 18 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ედინსონ კავანი "ვილიარეალში" გადასვლასთან ახლოსაა, ESPN-ის თანახმად, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ყოფილმა მოთამაშემ, ხუან რომან რიკელმემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. კავანი ივლისის შემდეგ უგუნდოდაა. ურუგვაელი ფორვარდის უკანასკნელი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, ედინსონმა "მანკუნიანელთა" მაისურით პრემიერ ლიგაში 41 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გრიზმანის დამატება შესთავაზეს, The Guardian-ის ცნობით, დიეგო სიმეონეს კრიშტიანუ რონალდოს დამატება სურს, ამიტომ მხარეებმა, შესაძლოა, გაცვლის ვარიანტიც განიხილონ. გრიზმანი "ატლეტიკოს" გასულ სეზონში "ბარსელონადან" დაუბრუნდა, თუმცა ფრანგმა სათანადო ფორმის აღდგენა
ვერ შეძლო. ანტუანმა გასულ სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება რონალდოს, უკანასკნელი ცნობებით პორტუგალიელი კვლავ კლუბის შეცვლას განიხილავს.

"ჩელსის" პულიშიჩის იჯარით გაშვება სურს, ამერიკელის დამატებას "წითელი ეშმაკები" განიხილავენ, აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს, მოთამაშით დაინტერესებას, ასევე "ნიუკასლი", "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკო" გამოთქვამენ, თუმცა კრისტიანს ყველაზე მეტად "მანჩესტერის" ვარიანტი ხიბლავს. პულიშიჩი "ჩელსის" ძირითადის მოთამაშედ აღარ განიხილება, გარემარბი "არისტოკრატებმა" 2019 წლის ზაფხულში, 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" დაიმატეს.

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ნტანგი ნდომბელე "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, ხელშეკრულება საიჯარო იქნება და იტალიელები 1 მილიონ ევროს გადაიხდიან, ნდომბელეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, გარდა ამისა, ფრანგი არც ანტონიო კონტეს გეგმებში ჯდებოდა და უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "ლიონში" გაატარა, თუმცა მშობლიურ გუნდშიც ვერ შეძლო სასურველი ფორმის აღდგენა.

The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიელი ვილიანი პრემიერ ლიგაში დაბრუნების, კერძოდ "ფულემში" თამაშის ვარიანტს განიხილავს. მოთამაშემ "კორინთიანსთან" კონტრაქტი ახლახანს გაწყვიტა, რადგან გულშემატკივრებისგან მუქარის შემცველი წერილები მიიიღო, 34 წლის ფეხბურთელი "ფულემის" ბაზაზე უკვე იმყოფებოდა და ინგლისში დაბრუნების ვარიანტს მიესალმება. ვილიანს აქამდე ლონდონის "ჩელსისა" და "არსენალში" უთამაშია.

ჯოვანი სიმეონე კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. RAI-ს ცნობით, ჯოვანი მზადაა "ლურჯებთან" კონტრაქტს ხელი დღესვე მოაწეროს. არგენტინელი ამჟამად "ვერონას" ღირსებას იცავს. "რივერ პლეიტის" აღზრდილმა თამაში "ჯენოაში", "ფიორენტინასა" და "კალიარიშიც" მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული