23 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 23 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მეკარის შეძენა სურს, Bild Sport-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" სამიზნე "აინტრახტის" გერმანელი კიპერი კევინ ტრაპია, წყაროს თანახმად, ინგლისურმა მხარემ ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზება უკვე გააკეთა. კევინს ახალი გამოწვევები სურს და ახალ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

"აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრაზილიელი ვინგერის ანტონის ტრანსფერი შეათანხმა, აღნიშნულ ინფორმაციას O Globo ავრცელებს. "მანკუნიანელები" უახლოეს დღეებში 94 მილიონიან წინადადებას გააკეთებენ და ტრანსფერი დაიხურება. თავად ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია, ანტონის ანაზღაურება წელიწადში 7 მილიონი იქნება და კონტრაქტი
2027 წლამდე გაფორმდება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, გაბონელმა "არისტოკრატებთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, "ბარსას" 22 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რაც ლაპორტას მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ობამეიანგის გაშვებით, "ლურჯები" კუნდეს დარეგისტრირებას შეძლებენ.

კავანი "ვალენსიასთან" ერთ ნაბიჯშია, ესპანელი ჟურნალისტის ხუან კასტროს ინფორმაციით, "ღამურებმა" ურუგვაელს "ვილიარეალზე" უკეთესი პირობები შესთავაზეს, უახლოეს საათებში გადაწყდება თუ რომელ გუნდში მოისურვებს თამაშს ედინსონი, ბოლოს ის "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა და ივლისის თვის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

ლონდონის "არსენალი" ნიკოლა პეპეს შემცვლელად "ვულვზის" გარემარბს პედრუ ნეტუს მოიაზრებს. დევიდ ორნშტეინის ცნობით, "მეთოფეები" მზად არიან 22 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა "ვულვზის" ხელმძღვანელობა 50 მილიონს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებს ართულებს. თავად ნეტუს "არსენალში" გადასვლა სურს.

"ტოტენჰემის" ესპანელი შემტევი ბრაიან ხილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოთამაშე კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ "ღამურებში" დაბრუნდება, სადაც გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, სადაც 13 მატჩი გამართა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ხილი "დეზებს" გასულ ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სევილიადან" შეუერთდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული