"ბარსელონა" და "ბენფიკა" დი მარიას დამატებას ცდილობენ - სავარაუდოდ არგენტინელი "იუვენტუსს" დატოვებს

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

35 წლის არგენტინელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და დიდი ალბათობით აღარ გაახანგძლივებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალბისელესტელს" საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან ("გალათასარაი") დაუკავშირდნენ, თუმცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის მიზანი ევროპის წამყვან ლიგაში დარჩენაა.

Relevo-ს ცნობით, ანხელის სამსახურით ორი გუნდი "ბენფიკა" და "ბარსელონა" ინტერესდება, პორტუგალიურ მხარეს იმედი აქვს, რომ სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი დაბრუნდება იქ, სადაც ევროპულ კარიერას იწყებდა.

რაც შეეხება "ბლაუგრანას", კლუბი ერთ დროს ახლოს იყო დი მარიას ყიდვასთან, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, ახლა
კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, შესაძლოა ყველაფერი ლიონელ მესის კატალონიაში დაბრუნებამ გადაწყვიტოს. არგენტინელებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვს და ამ ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია გეგმა, თუ როგორ შეეცდებიან ანხელის დაყოლიებას, თუმცა ფაქტი ერთია, "სამეფო გუნდის" შემდეგ "ბლაუგრანას" მაისურით დი მარიას ხილვა საინტერესო იქნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა, ვინმემ თუ იცოდით, მათ შორის, სპორტალმაც, რომ ბარსელონაში თამაშობს უნგრეთის 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე არონ იაკობიშვილი?! მისი ძმა ანტალი კი ხირონაში.
Áron Yaakobishvili (born 6 March 2006) is a Hungarian professional footballer currently playing as a goalkeeper for Barcelona.
Yaakobishvili's brother, Antal, plays for fellow Spanish club Girona. The pair are of Georgian descent.
Kutaisski
19:12 27-05-2023
0
დი მარიას და მესოს, ტანდემი მაგარი იქნება! ახალ თაობას ბარსაში, ჯარიმების შორიდან დარტყმას და ჩახვეული გოლების გვერდიდან გატანის, მასტერ კლასებს ჩაუტარებენ!
მოდიიით!
14:56 27-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული