ლუის ენრიკე და პსჟ კეინს ეპატიჟებიან - სეზონში 16 მილიონი და 5-წლიანი კონტრაქტი

AutoSharing Option
PSG COMMUNITY-ს ცნობით, ფრანგული კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, "ტოტენჰემიდან" ჰარი კეინის გადმოყვანა სურს.

წყაროს თანახმად, პარიზული მხარე მზადაა ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 16 მილიონი ევრო შესთავაზოს. როგორც ცნობილია, კეინსაც სურს ესპანელ სპეციალისტთან მუშაობა, თუმცა 5-ის ნაცვლად 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

შეგახსენებთ, გერმანული პრესა აქტიურად წერდა ჰარის მიმართ მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესს, თუმცა ბოლო დროს ინფორმაცია აღარ ვრცელდება.

კეინი ლონდონელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს. კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში "ტოტენჰემის" მაისური 49
შეხვედრაში მოირგო და ჯამში 32 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპორტალ.გე! მოვითხოვ, დაამატოთ თვალის ჩაკვრის სმაილი, იქნებ რეპლიკების სროლა გვინდა ხალხს.
არც მზეა და არც ქარია ბარაბანი მაგარია
12:05 11-07-2023
0
კეინი რეალს და ბაიერნსაც უნდა და ეს თუ პსჟ ში წავიდა და არა სხვაგან მაგარი სულელი ყოფილა!
მურთო
16:44 11-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული