ინგლისელი ნახევარმცველი 105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "არსენალში" ითამაშებს.
მოგეხსენებათ, რაისი "ჩაქუჩების" ღირსებას 2013 წლიდან იცავს, 2017 წლიდან კი მთავარ გუნდში გამოდის, რომელშიც ჯამში 245 შეხვედრა ჩაატარა.
"მინდა მადლობა გადავუხადო დეკლანს ყველაფრისთვის, რაც "ვესთ ჰემში" ყოფნისას გააკეთა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა მასთან დამშვიდობება, თუმცა ახლა ჩვენ ყველამ ერთად წინ უნდა გავიხედოთ.
"ვესთ ჰემი" დიდი კლუბია, რასაც ისტორიაც მოწმობს. არც ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა გუნდზე უფრო დიდი. ამიტომ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ მომავალ სეზონზე და მოვემზადოთ ზედიზედ მესამედ
"ვერ ვიჯერებ, რომ "ვესთ ჰემთან" 10 წლიანი მოგზაურობა დასრულდა. ეს გუნდი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რთულია გამომშვიდობება. დიდებული სიმაღლეები დავიპყარი, თუმცა არც ერთი ყოფილა იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ღამე პრაღაში (კონფერენს ლიგის გამარჯვებულები გახდნენ), სადაც როგორც ადამიანად და კაპიტნად კიდევ უფრო მეტად გავიზარდე. ჩემთვის ეს საღამო ისტორიული იყო.
გულშემატკივრებთან ასეთი ურთიერთობა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი ასე თბილად მექცეოდით. მადლობა, მადლობა დიდებული მომენტებისთვის, რომელიც მაჩუქეთ. მიყვარხართ" - განაცხადა რაისმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით