იასინ ბონო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
"ალ ჰილალს" "სევილიის" მეკარის ყიდვა 19 მილიონი ევრო დაუჯდება. ამასთან ერთად, გადაიხდიან 2-მილიონიან ბონუსს.
როგორც ცნობილია, 32 წლის მეკარე გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, ბონოს სამსახურით მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდნენ.
რაც შეეხება "ალ ჰილალს", არაბული გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან გაძლიერდა: ნეიმარი, მალკომი, კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით