ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სრულად დაკომპლექტდა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია. ბოლო გუნდები, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, "ლივერპული", მოსკოვის ცსკა, "ყარაბაღი", ლისაბონის "სპორტინგი" და კვიპროსის აპოელ არიან.

"ლივერპულმა" "ჰოფენჰაიმის" ბარიერი იოლად დასძლია, მაგრამ მაინც გამოჩნდა, რომ იურგენ კლოპის გუნდს დაცვაში საქმე იდეალურად არ აქვს. ამის დასტური გერმანელების მიერ გატანილი ორი გოლია. ინგლისელების მხრიდან მანემ გაიბრწყინვა - საწყის ოც წუთში მის მიერ ქუსლით გაკეთებულ ორ გადაცემას 2 გოლი მოჰყვა. აღვნიშნავთ, რომ ეს მოგება "ლივერპულისთვის", ევროტურნირებზე, მე-200 იყო.

ლისაბონის "სპორტინგსა" და ბუქარესტის
"სტიაუას" შორის გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, განმეორებით მატჩში კი პორტუგალიური კლუბის აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა. ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა მეტოქე, მისსავე მოედანზე, 5:1 გაანადგურა.

ყველაზე დაძაბული თამაში "კოპენჰაგენსა" და ჩვენთვის ნაცნობ "ყარაბაღს" შორის გაიმართა. დანიელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანელები გავიდნენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველად ითამაშებენ.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი გუნდები მოხვდნენ:

პირველი კალათა: რეალი, ბაიერნი, ჩელსი, იუვენტუსი, ბენფიკა, მონაკო, სპარტაკი, შახტარი

მეორე კალათა: ბარსელონა, ატლეტიკო, პსჟ, დორტმუნდის ბორუსია, სევილია, მანჩესტერ სიტი, პორტუ, მანჩესტერ იუნაიტედი

მესამე კალათა: ნაპოლი, ტოტენჰემი, ბაზელი, ოლიმპიაკოსი, ანდერლეხტი, ლივერპული, რომა, ბეშიქთაში

მეოთხე კალათა: სელტიკი, ცსკა, სპორტინგი, აპოელ, ფეიენორდი, მარიბორი, ყარაბაღი, ლაიპციგი

წილისყრა ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება

2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი 12 სექტემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.

ცსკა - იანგ ბოიზი 2:0 (პირველი მატჩი 1:0)
გოლები:
1:0 შჩენიკოვი 45, 2:0 ძაგოევი 64

ლივერპული - ჰოფენჰაიმი 4:2 (პირველი მატჩი 2:1)
გოლები
: 1:0 ჯანი (10), 2:0 სალაჰი (18), 3:0 ჯანი (21), 3:1 უთი (28), 4:1 ფირმინო (63), 4:2 ვაგნერი (79)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი (65. ხ. გომესი), მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჯანი (70. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე (88. კლავანი)
ჰოფენჰაიმი (5-2-3): ბაუმანი - კადერჟაბეკი (64. ტოლიანი), ნორდტვეიტი (24. უთი), ვოიტი, ჰუბნერი, ცუბერი - გაიგერი, დემირბაი - კრამარიჩი, ვაგნერი, გნაბრი (56. სალაი)

სლავია (ჩეხეთი)-აპოელ (კვიპროსი) 0:0 (0:2)

კოპენჰაგენი - ყარაბაღი 2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები:
1:0 სანტანდერი 45, 1:1 ნდლოვუ 63, 2:1 პავლოვიი 66

სტიაუა - სპორტინგი 1:5 (პირველი მატჩი 0:0)
გოლები:
0:1 დუმბია 13, 1:1 მარანაო 20, 1:2 აკუნა 60, 1:3 მარტინსი 64, 1:4 დოსტი 85, 1:5 ბატალია 88

სლავია - აპოელ 0:0 (პირველი მატჩი 0:2)
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი იქნებოდა სომხეთის გუნდიც მოხვედრილიკო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვდ
01:06 24-08-2017
4
სირცხვილი საქართველოს ფეხბურთს, სირცხვილი საქართველოს ფეხბურთის ფედარაციას (ეხლანდელს და წინებსაც), იმისათვის, რომ 20 წლის განმავლობაში ლიგაზე ვერ მოვხვდით, პაიჭაძის, ღოღობერიძის, მეტრეველის, მესხის, ხურცილავას, ყიფიანის, გუცაევის ქვეყანაში, ის ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა: მთავრობა, ფედერაცია, ქვეყნის წარმატებული, ფინანსურთად ძლიერი ბიზნესმენები, ოლიგარქები ერთად დარაზმულიყვნენ და ერთი ქართული ძლიერი გუნდი გაეკეთებინათ, არველაძეეების, ქეცბაიას, ქინქლაძის, ჯამარაულის, ცხადაძის დროს დაგვემატებინა 3-4 ძლიერი ლეგიონერი ვარსკვლავი და გაგვეხარებინა სრულიად ქვეყანა,
დათი
11:33 24-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული