ანჩელოტი: საინტერესო იქნება პსჟ-სთან შეხვედრა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ბრძანა, რომ თავის ყოფილ გუნდთან საინტერესო შერკინება ელის:

"ძლიერი ჯგუფია. რა თქმა უნდა, "პარი სენ ჟერმენი" გამოირჩევა. პირადად ჩემთვის ძალზედ საინტერესო იქნება ყოფილ გუნდთან თამაში.

"სელტიკს" თავისი ფანები მუდამ მაგრად ქომაგობენ. ბელგიის ჩემპიონის "ანდერლეხტის" დაუფასებლობაც არ შეიძლება. ერთი სიტყვით, სამი სხვადასხვაგვარი, რთული მეტოქე გვყავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული