"გვინდოდა მოგვეგო და მოვიგეთ. იდეალურად არ გვიასპარეზია, მაგრამ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და შესაძლოა, ამიტომ არ ვთამაშობდით მაქსიმალურად სწრაფად.
ვცდილობდით მოგვეძებნა თავისუფალი ზონები. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო სწრაფად შეგვეტია, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო. ტოპ-მატჩი არ იყო. ეს ამ ეტაპზე საკმარისი გახლდათ. მეტოქე ღრმად იყო ჩამდგარი დაცვაში. მოკლედ, ბიჭებზე აუგი არ