რუსმა ფანებმა ისევ იჩხუბეს და მსაჯს პეტარდა ოდნავ ააცილეს [VIDEO]

AutoSharing Option
სლოვენიაში „მარიბორთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე და მატჩის შემდეგაც მოსკოვის „სპარტაკის“ მთვრალი ფანები როგორც ტრადიციულად რუსებს ჩვევიათ, გამომწვევად იქცეოდნენ, ქალაქში იჩხუბეს, მაგრამ პოლიციამ დროულად აღკვეთა მათი უმსგავსო საქციელი.

თამაშისას კი, რომელიც 1:1 დასრულდა, კარსუკანა ტრიბუნიდან მოედნის ცენტრში მყოფ მსაჯს პეტარდა ესროლეს და ოდნავ ააცილეს.

უეფამ ამასთან დაკავშირებით დისციპლინარული საქმე აღძრა და 21 სექტემბერს განიხილავს. რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა განაცხადა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, რადგან ვაიგულშემატკივრები არცხვენენ მათ სახელმწიფოს და ეჭვქვეშ აყენებენ მომავალი მუნდიალის მათთან ჩატარებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი მთვრალები რომ იყვნენ თორემ ფხიზელი გაარტყამდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული