ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პარიზელთა ნახევარმცველზე მარკო ვერატიზე ისაუბრა, რომელიც თითქოს "ბარსელონაში" აპირებდა გადასვლას:
"მე არ მიყვარს ფეხბურთელთა ასეთი საქციელი. სატრანსფერო ფანჯრისას ზოგიერთებს თითქოს კლუბის გამოცვლა სურთ, მაგრამ არ ვიცი, მართლა უნდათ თუ უბრალოდ, გაუმჯობესებული კონტრაქტის მიღებას ცდილობენ.
ვერატი? უკეთესი კონტრაქტი უნდოდა, მე მას კარგად ვიცნობ".