დე ლაურენტისი: პეპ გვარდიოლა ბებერი მელაა

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" მასპინძლობს. "ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მათი მეტოქე მთელ ევროპაში ყველაზე ლამაზად თამაშობს და შეუძლია მის გუნდს პრესინგით პრობლემა შეუქმნას.

გვარდიოლას ნათქვამზე კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა: "არ მინდა, გვარდიოლას სიტყვებმა ჩემს ფეხბურთელებს კონცენტრაცია დააკარგვინოს. ის ბებერი მელაა, იცის, რასაც ამბობს და აკეთებს. მძიმე მატჩი გველის. გაგვიჭირდება".

შეგახსენებთ, F ჯგუფში "სიტის" 6 ქულა აქვს, ხოლო "ნაპოლის" - 3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული