რუი ვიტორია: 18 წლის სვილარს ისევ ვათამაშებ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის "ბენფიკა" "მანჩესტერთან" 0:1-ზე 18 წლის მეკარის მილე სვილარის მიერ დაშვებული შეცდომით დამარცხდა, გუნდის მწვრთნელმა რუი ვიტორიამ კი განაცხადა, რომ მას და სხვა ახალგაზრდებსაც კვლავ მისცემს თავის გამოჩენის შანსს:

"წავაგეთ, მაგრამ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ეს მახარებს. უქულოდ დარჩენა ყოველთვის სამწუხაროა, მითუმეტეს თავი არ დაგვიზოგავს. ოთხ ფეხბურთელს, მათ შორის 18 წლის სვილარს მივეცი შანსი და ამას კიდევ გავაკეთებ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შესვენებამდე 10 წუთით ადრე სიტუაციაზე კონტროლი დავკარგეთ და დავისაჯეთ. მეორე ტაიმში "მანიუმ" თავისი კლასი დაამტკიცა. ძალიან გამოცდილია.
საჭიროებისამებრ თამაშის ტემპს გვკარნახობდა. ვერ დაგვჩაგრა. გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული