"პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ გავტყდით. პირველ ტაიმში ჭკვიანურად ვთამაშობდით, ზონებს უნარიანად ვკეტავდით, მომენტებს ვქმნიდით. 1:1-ის მერე კი ავიჭერით.
გოლი შეცდომის შედეგად მივიღეთ და დავიბენით. ასეთ ინდივიდუალურ შეცდომებს ასეთ მაღალ დონეზე არ გაპატიებენ. თვითდაჯერებულობა გვაკლია, რაც წარუმატებელი სერიის შემდეგ ხდება ხოლმე".