ჟოზე მოურინიო: დავმარცხდით, რადგან პირველი ტაიმი 5:0 არ მოვიგეთ

AutoSharing Option
"ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა:

"იმიტომ წავაგეთ, რომ პირველი ტაიმი 5:0 უნდა მოგვეგო და ვერცერთი გოლი ვერ გავიტანეთ. შესვენებამდე დავჯაბნეთ მეტოქე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არ შეიძლებოდა არ მოგვეგო.

მეორე ტაიმის უმეტეს დროში ყველაფერი ჩვენთვის ნორმალურად მიმდინარეობდა, ვიფიქრე, შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ გოლი გავუშვით.

გაშვებულ გოლში ბლინდმა თავი არ უნდა დაიდანაშაულოს. დამნაშავე მთელი გუნდია, ვინაიდან უმრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელ ტურში უნდა გავიმარჯვოთ, ყაიმი არ გვჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ra gevaseba es trabaxi Maurinio! Mere vin an ra gishlida 5:0 rom mogegot? Pexburtshi zlieri igebs. Rom caageb mere nu cucuneb xirseulod unda miigo cagebac da mogebac!
Temo
11:43 23-11-2017
1

სიახლეები პოპულარული