"იმიტომ წავაგეთ, რომ პირველი ტაიმი 5:0 უნდა მოგვეგო და ვერცერთი გოლი ვერ გავიტანეთ. შესვენებამდე დავჯაბნეთ მეტოქე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არ შეიძლებოდა არ მოგვეგო.
მეორე ტაიმის უმეტეს დროში ყველაფერი ჩვენთვის ნორმალურად მიმდინარეობდა, ვიფიქრე, შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ გოლი გავუშვით.
გაშვებულ გოლში ბლინდმა თავი არ უნდა დაიდანაშაულოს. დამნაშავე მთელი გუნდია, ვინაიდან უმრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელ ტურში უნდა გავიმარჯვოთ, ყაიმი არ გვჭირდება".