მარიო ბასლერი: ვინმემ კლუბში უნდა უთხრას ბუფონს, რომ დროა წავიდეს

AutoSharing Option
ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ბასლერი ფიქრობს, რომ ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან" (2:2), რომელიც იდეალურისგან შორსაა, ამტკიცებს, რომ იტალიელმა დროა, კარიერა დაასრულოს.

"ჯიჯი შთამბეჭდავი მეკარე იყო, მაგრამ ზოგჯერ წასვლის სწორ მომენტს ხელიდან ვუშვებთ. მან ეს მომენტი გაუშვა. ვინმემ კლუბში ან მთავარმა მწვრთნელმა უნდა უთხრას ამის შესახებ. შესაძლოა, მას ნამდვილად სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ის საერთაშორისო დონის მეკარე აღარაა. "იუვენტუსი" მასთან ერთად ამ ტიტულს ვერ მოიგებს", - თქვა ბასლერმა Sport1-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა სანაკრებო
კარიერის დასრულების შემდეგ ნოემბერში განაცხადა, მას შემდეგ, რაც იტალია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

თუმცა შემდეგ მეკარემ აღნიშნა, რომ მზადაა, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ ის ნაკრებს დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
100 % ვეთანხმები, იტალია რომც გასულიყო მსოფლიოზე დაღუპავდა გუნდს, აღარა აქვს ის რეაქცია და უნდა მიხვდეს,ამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, ჩამოთვლა შორს წგვიყვანს. ასე მოუვიდა სუბისარეტას, სიმენს, შილტონს თავის დროზე და ამასაც ეგრე მოუვა თუ დროზე არ წავიდა, ეს სხვა ახალგაზრდა მეკარესაც ატორმუზებს ეხლა...
gg
15 თებერვალი 2018 20:21
10
სერიოზულად ფიქრობთ,რომ იუვენტუსს სხვა,მასზე უფრო კარგი მეკარეც ჰყავს?ბუფონი დიდი მეკარეა და ეს ბევრ რამეს ნიშნავს.ნეტავ ჩვენც გვყავდეს მისი მსგავსი მეკარე.ოთარ გაბელია ქართული ფეხბურთის ლეგენდაა.ის 37 წლამდე თამაშობდა ,თუ სწორად მახსოვს.დიახ გვახსოვს მისი ბრწყინვალე მატჩები,მაგრამ მისი შეცდომებიც გვახსოვს.ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.მეკარეს, სხვა ამპლუის ფეხბურთელთან შედარებით, უფრო დიდხანს შეუძლია ითამაშოს,მას ხომ იმდენი სირბილი არ უწევს.ლევ იაშინი 42 წლისა თამაშობდა და კვლავ საუკეთესო ოყო,დინო ძოფიც ასევე.ასე რომ ბუფონზე ნურავინ იტყვის დაბერდაო.კიდევ შეუძლია თუ არა მაღალ დონეზე თამაში,მასზე უკეთ არავინ იცის და ეს იუვენტუსის ბოსებმაც კარგად იციან,ისიც იციან,რომ გუნდს,რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მეორე ლიგაშიც კი გადაჰყვა,კისერზე ტვირთად არ ჩამოეკიდება და ვფიქრობ იმასაც შეეცდებიან სეზონის ბოლოს ფეხბურთის დატოვება კვლავ გადააფიქრებინონ.
სოსო
15 თებერვალი 2018 21:41
3
და სხვათაშორის უფროსი თაობის ხალხისგან მახსოვს რო, იაშინიც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა ბოლოს რო დაბერდაო....
gg
16 თებერვალი 2018 15:22
0
თუ არ მიეცი ახალგაზრდებს შნსი არც ეყოლება არც იუვეს და არც იტალიის ნაკრებს არასდროს კარგი მეკარე.მე არ ვიძახი ბუფონი ცუდი მეკარეაო, ეგ როგორ უნდა ვთქვა, მარა უკვე აღარ აქვს ის რეაქცია რაც ამ დონეზე თამაშს ჭირდება, სადაც იდგა იქ გაუშვა გოლი. შესარჩევის თამაში გაიხსენეთ ესპანეთთან ჯარიმიდან გაშვებული გოლი. მაინც წასასვლელია და წავიდეს და ის ახალგაზრდა დააყენონ ჯობია და გაზარდონ, თვითონაც ეგრე მოვიდა ნაკრებში ანჯელო პერუცი ამოაგდო ძირითადიდან და იმის მერე დაიწყო და დაიწყო.კასილასსაც დროზე მიეცა შანსი და ხო ნახეთ მერე როგორი ახალგაზრდა იტყო რო დაიწყო და სადამდეც მივიდა, ასე უნდა ათამშო ვინმე რო მომავალში კარგი მეკარე ყავდეს, კარში კაცი 100 წლამდეც შეიძლება იდგეს მარა როგორ იდგება ისაა საქმე...
gg
16 თებერვალი 2018 15:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული