"თავი მაგრად უნდა დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის დაჭერა ეხერხებათ. გოლის გატანას უნდა შევეცადოთ.
კარგია მესის და რონალდოს რომ მადარებენ. ისე, მე სულ სხვანაირი ვარ. ისინი საუკეთესონი არიან და მათ დონეზე გასვლას ვცდილობ. საუკეთესოობა ტოპ-მატჩებში უნდა დაამტკიცო. მოდით, ვცადოთ.
ასეთი შეხვედრებისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს. ჩვენ "ჩელსი" ვართ, ჩვენ ინგლისის ჩემპიონები ვართ. თუ მოვინდომებთ, "ბარსელონას" დამარცხება შეგვიძლია.
თუ მინდა ახალ სიმაღლეზე გავიდე, "ბარსასთან" კარგად ასპარეზობა მმართებს.