თურქ გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის 127 ბილეთი მოჰპარეს
AutoSharing Option
"ბეშიქთაში" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას დღეს მიუნხენში "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს. თურქულ კლუბს გერმანიაში გულშემატკივრები მრავლად ჩაჰყვნენ.
ერთ-ერთი მათგანი ერდემ ბესლია, რომელსაც ბილეთები ჰქონდა შენახული. მან მანქანა სუპერმარკეტთან გააჩერა და მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც მისი მანქანიდან 127 ბილეთი მოიპარეს.
ბესლის განცხადებით, ეს იგივეა, როგორც საკუთარ კარში გოლი გაიტანო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.