სერხიო რამოსი: შესაძლოა, ნეიმარის გარეშე პსჟ-მ დაცვაში უკეთესად ითამაშოს

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა:

"იგივეს გავაკეთებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. პარიზულ გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ.

გაგვახარა მარსელოს მწყობრში ჩადგომამ. ის დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც.

ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია და პსჟ-ს ძალიან დააკლდება. ისე, არაა გამორიცხული, დი მარიათი ამ გუნდმა დაცვაში უკეთესად ითამაშოს, ვიდრე ნეიმარით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული