ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი: „იუვენტუსმა“ "ტოტენჰემი" 2:49 წუთში დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, სტუმრებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ ან 2:2-ზე დიდი ანგარიშით ფრის მიღწევა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მე-13 წუთზე კეინმა მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა, შემდეგ კი ვერტონგენმა საკუთარ საჯარიმოში კოსტა მოცელა და მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 39-ე წუთზე სონმა ბუფონს გოლი გაუტანა და ბიანკონერის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ეს 1962 წლის შემდეგ „დეზების“ პირველი საშინაო გოლია ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თუმცა, „იუვემ“, რომელსაც იქამდე კარში ზუსტად ბურთი არ ჰქონდა დარტყმული, 2:49 წუთში 2 გოლი გაიტანა,
დაწინაურდა და დაცვაში ჩადგა. 90-ე წუთზე კეინს შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ბურთი თავით ძელს გაარტყა და „ბებერი ქალბატონი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ წელს "იუვემ" 12 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა და სამივე "ტოტენჰემისგან".

ტოტენჰემი - იუვენტუსი 1:2

ლონდონი. „უემბლი“ 84 010 მაყურებელი
გოლები: 1:0 სონი (39), 1:1 იგუაინი (64), 1:2 დიბალა (67)
ტოტენჰემი (4-5-1) : ლორისი, დევისი, სანჩესი, ტრიპერი, ვერტონგენი, ალი (ლორენტე 85), ერიკსენი, დემბელე, დაიერი (ლამელა 74), სონი, კეინი
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი, სანდრო, ბარძალი, კიელინი, ბენატია (ლიხტშტაინერი 61), მატიუდი (ასამოა 60), კოსტა, პიანიჩი, ხედირა, იგუაინი (სტურარო 83), დიბალა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ბიჭებო თქვენი ფანი ვარ
gurami
02:00 08-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული