ანდრეა ბარძალი: "იუვენტუსს" სირთულეების გარეშე არ შეუძლია გავიდეს ფონს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მცველმა ანდრეა ბარძალიმ გააკეთა:

"ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მათ შორის თამაშის 50 წუთის საშინლად ჩატარება და მერე მისი შემოტრიალება. რაღაც მომენტში უკეთ ავთამაშდით და 2 გოლი გავიტანეთ. ვიწვალეთ. სადღაც გაგვიმართლა, მაგრამ ამ ტურნირზე გამართლების გარეშე შეუძლებელია მოგება.

შესვენებაზე მწვრთნელმა რაღაც-რაღაცები შეცვალა. მთავარია, საკუთარი თავისა გვჯეროდა. "იუვენტუსს" სირთულეების გარეშე არ შეუძლია გავიდეს ფონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული