"ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მათ შორის თამაშის 50 წუთის საშინლად ჩატარება და მერე მისი შემოტრიალება. რაღაც მომენტში უკეთ ავთამაშდით და 2 გოლი გავიტანეთ. ვიწვალეთ. სადღაც გაგვიმართლა, მაგრამ ამ ტურნირზე გამართლების გარეშე შეუძლებელია მოგება.
შესვენებაზე მწვრთნელმა რაღაც-რაღაცები შეცვალა. მთავარია, საკუთარი თავისა გვჯეროდა. "იუვენტუსს" სირთულეების გარეშე არ შეუძლია გავიდეს ფონს".