ჯორჯო კიელინიმ დავიდე ასტორიზე საუბრისას ცრემლები ძლივს შეიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ "ტოტენჰემთან" მოგებული თამაშის შემდეგ დავიდე ასტორის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ცრემლები ძლივს შეიკავა.

"ჩვენ ასტორის არა მარტო ამ გამარჯვებას, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტს მივუძღვნით. მე უკვე ბევრჯერ ვიტირე მისი გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ.

ის დიდებული ფეხბურთელი იყო. მატჩზე კონცენტრაცია ორმაგად რთული იყო. დავიდე ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება. ხვალ ჩვენ წავალთ მის დაკრძალვაზე, რომ მას ბოლოჯერ ვუთხრათ - "ნახვამდის"!

ძალიან რთული სიტუაციაა, თუმცა ჩვენი ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა კიელინიმ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული