01:39 14-03-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი: "სევილიამ" "მანჩესტერს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
ანდალუსიაში უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "სევილია" სტუმრად დაცვაში როდი ჩადგა, ღია ფეხბურთი შესთავაზა "მანიუს", მართლაც ლამაზი მატჩი გაიმართა და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ბენ იედლერმა დუბლი მიითვალა, რაზეც ლუკაკუმ 84-ე წუთზე ერთი გოლით უპასუხა, დარჩენილ დროში "მანიუ" უშედეგოდ ეცადა მატჩის გადარჩენას და ტურნირს გამოეთიშა.
"სევილიამ" "იუნაიტედის" კარის მიმართულებით 21-ჯერ დაარტყა, რაც ბოლოს "ოლდ ტრაფორდზე" 7 წლის წინ მოხდა. "სევილია" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 60 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
მანჩესტერი - სევილია 1:2
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
გოლები: 0:1 ბენ იედლერი (74), 0:2 ბენ იედლერი (78), 1:2 ლუკაკუ (84)
მანჩესტერი (4-5-1): დე ხეა, ვალენსია (მატა 77), ბაიი, სმოლინგი, იანგი, მატიჩი, ფელაინი (პოგბა 60), ლინგარდი (მარსიალი 77), რეშფორდი, სანჩესი, ლუკაკუ
სევილია (4-5-1): რიკო, მერკადო, კიაერი, ლანგლე, ესკუდერო, ნ’ზონზი, ვასკესი (პისარო 87), ბანეგა, კორეა (გეისი 89), სარაბია, მურიელი (ბენ იედლერი 72
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რეალი და ბარსელონა ყოფილა ტოპ გუნდა და პლუს მანჩესტერი, ამის დამწერი კარგად ერკვევა ფეხბურთში
0
4
თუ რეალი, ბარსა და მანჩესტერი არ არის ტოპ გუნდები მაშინ ვინაა? პსჟ? სპარტაკი თუ საჩხერის ჩიხურა?
2
0
თუ რეალი, ბარსა და მანჩესტერი არ არის ტოპ გუნდები მაშინ ვინაა? პსჟ? სპარტაკი თუ საჩხერის ჩიხურა?
2
0
ყველა გამოხმაურება
მაურინიოს მანჩესტერში მიმყვანის ტვინში ჩამახედა რა - ფერგუნსონის ეპოქის მერე ეს ანტიფეხბურთის მიმდევარი რატომ დანიშნეს საერთოდ. კარგია რომ ასე მოხდა - იმედია მორჩა მაურინიოს ანტიფეხბურთის დრო.
2
0
ჩემი აზრით ეს მარცხი მანჩესტერისთვის უფრო დიდი სირცხვილია,ვიდრე პსჟ-ს წაგება რეალთან. თუ შეადარებთ ბოლო 5 წლის ტრასფერებს, მანჩესტერს უფრო მეტი აქვს დახარჯული ვიდრე პსჟ-ს. აქ აუცილებლად უნდა დადგეს მკვეხარა და უსახური ფეხბურთის მიმდევარის მოურინიოს საკითხი.მანჩესტერს არ ეკადრება ასეთი სტილის თამაში.ეს გუნდი თავისი ისტორიით,ქომაგებით,ფინანსებით ბარსას და რეალის დონის გუნდია.
2
0
Topi ara torola kide :)
2
0
აუ რა უბედური გუდნები გადიან. ჯერ რომა, ეხლა სევილია. აკნავლებენ.
1
1
მოურინიო ელენიო ერერას კარიკატურაა! ფეხბურთი მარტო ბიზნესი არაა; პირველ რიგში თამაშია და შესაბამისად სილაღე და სილამაზეა მთავარი. მოურინიოს შედეგები? ის არაა უნიჭო, მაგრამ უვარგისი და მარტივი სტილი აქვს; რაც დრო გაცა უფრო გადაიჭიმება. რაც მას ფეხბურთელები გამოუცვლია, ხონებული ახალკაცი ზედიზედ ათჯერ მოიგებდა ჩ/ლიგას
8
2
ესეც ასე ტოპ მწვრთთნელს ცინგლიანმა გაუდო
3
2
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული