"არ ვიყავით გავარდნის ღირსები, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. პირველი გოლისას არ მეგონა თუ მესი ბურთს დაარტყამდა, რადგან ძალიან მახვილი კუთხე იყო და რეაგირება გვიან დავიწყე. შეცდომა დავუშვი.
არაზუსტად გადავცემდით ერთმანეთს ბურთს და ამით მეტოქემ ისარგებლა. არ გაგვიმართლა. არაერთხელ მითამაშია მესის წინააღმდეგ და ასეთ გოლებს მიტანს. ყველაზე ადვილი ბურთის ფეხებს შორის გატანაა. ისე, რამოდენიმეჯერ გადავარჩინე გუნდი".