იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

72 წლის სპეციალისტი გახდა პირველი დამრიგებელი, რომლის დამოძღვრილმა გუნდმაც უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიჯრით 12 შეხვედრა მოიგო.

ჰაინკესის გაწვრთნილმა "რეკორდმაისტერმა" ეს მოგებები 2012/13 წლების სეზონიდან დაიწყო, როდესაც მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და იუპის დაბრუნებიდან, 2017 წლიდან გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენის "ბაიერნმა" გუშინ გასვლით მატჩში "სევილია" 2:1 დაამარცხა, ჰაინკესი კი სეზონის ბოლოს მაინც პენსიაზე გასვლას აპირებს.

▶ ჩემპიონთა ლიგა.1/4-ფინალი. I მატჩი: "ბაიერნმა" ორი რიკოშეტით გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული