ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ნამატჩევს "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბუნებრივია კმაყოფილი იყო და შემდეგი განაცხადა:
"გახარებული ვარ, რადგან დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში. ჩვენ მეტი საგოლე მომენტები გვქონდა. ეს ფეხბურთია და ის შესანიშნავია. თუ სტუმრად ბრწყინვალენი ვიყავით, დღეს პირიქით მოხდა. მითხრეს, პენალტი ნაღდი იყოო. მე არ მინახავს ის ეპიზოდი".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.