11:52 12-04-2018
დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)
AutoSharing Option
▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა
შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.
ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.
საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.
ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:
"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".
▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
დაუჯერეთ მარადონას: გააუქმეთ ტოტალიზატორები და მივიღებთ იდეალურ ფეხბურთს