ჯორჯო კიელინი: ვინმეს უკვირს ეს? გასულ წელს "ბაიერნი", ახლა ჩვენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ მადრიდის "რეალთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ვინმეს უკვირს ეს? გასულ წელს "ბაიერნმა" გაიარა ეს, ახლა ჩვენ", - აღნიშნა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს წყალობით "რეალმა" ორი მატჩის ჯამში "იუვენტუსი" 4:3 დაამარცხა.

▶ დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)

გასულ წელს "სამეფო კლუბმა" მეოთხედფინალიდან მიუნხენის "ბაიერნი" გააგდო, რომლის შემდეგ გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა მატჩის არბიტრს, ვიკტორ კაშაის პრეტენზიები წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი"-"იუვენტუსის" შეხვედრის მსაჯი მაიკლ ოლივერი იყო.

▶ ვინ
არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული