ალექსანდრე ჩეფერინი: ჯანლუიჯი ბუფონი არასამართლიანად მოიქცა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის დაპირისპირებების შესახებ ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგა, შესაძლოა, თავისი სისწრაფეებით "პორშეს", ანდაც "ფერარის" შევადაროთ.

თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ვიდეოგამეორების გამოყენება საჭირო არაა.

ჩემი აზრი ასეთია: ვიდეოგამეორება "სიტის" არჩათვლილ გოლზე უფრო გამოსაყენებელი იყო, ვიდრე "რეალისა" და "იუვენტუსის" მატჩში დანიშნულ პენალტზე.

ვფიქრობ, ბუფონი არასამართლიანად მოიქცა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბოლო წუთზე ასეთი თამაშის შემდეგ პენალტს გინიშნავენ, მაგრამ ამას უნდა შეეგუო და არავინ შეურაცხყო.

შეხვედრის შემდეგ ტურინელთა პრეზიდენტ ანდრე ანიელის ვესაუბრე, რომელიც ბუფონის მოსაზრებას
ეთანხმებოდა, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აყენებდა", - აღნიშნა ჩეფერინმა.

▶ ბუფონი: მე ბუფონი ვარ, არავითარ შემთხვევაში ოლივერს ბოდიშს არ მოვუხდი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხალხს ფეხბურთი ბუფონების გამო უყვარს, ნუ, ვისაც კიდევ უყვარს, - და არა მსაჯებისა და პრეზიდენტების გამო... რაც შეეხება ვიდეორეფერის, რაგბის ფედერაციაში ბევრად უფრო კონსერვატულად ჩამყაყებული ჩინოვნიკები სხედან, მაგრამ ისინიც კი დათანხმდნენ და აღიარეს ამ სიახლის აუცილებლობა... ფეხბურთის ფედერაცია კი აუღებელ ბასტიონად რჩება და ყველამ ვიცით, რატომაც... ფეხბურთელებზე აქცენტის გადატანით და თითიდან გამოწოვილი სკანდალებით ეგ პრობლემა არ დაიფარება, სულაც კიოებად და კოპერფილდებადაც რომ გადაიქცეთ მთელი ფიფა და უეფა....
მსქროლავი ტროლი
14:59 18-04-2018
1
სწორედ ამიტომაა საჭირო ვიდეოგამეორება რომ ამხელა ემოციები გამოირიცხოს.როდესაც ეკრანზე ყველა,მათ შორის ბუფონიც ნახავდა რომ მცველი ბურთს ვერ შეეხო და უკნიდან დაეჯახა ლუკასს შეეგუებოდა პენალის დანიშვას.
აუცილებელია ვიდეოგამეორება
17:37 18-04-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული