ეუსებიო დი ფრანჩესკო: "ბარსელონასთანაც" გვჯეროდა გამარჯვების და ახლაც გვჯერა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულთან" 2:5-ის წაგების მიუხედავად, "რომას" მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"სულ "ბარსელონაზე" ლაპარაკი არ შეიძლება, არ შეიძლება ყველა ორთაბრძოლოს წაგება, არ შეიძლება, რომ უკან არ ჩახვიდე დაცვის დასახმარებლად.

პირველი 20 წუთი 3 მცველით ვითამაშეთ და პრობლემა არ შეგვქმნია. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გუნდი გააძლიერეს და ეს საჭირო რეაქცია იყო. თუ საკუთარი თავისა არ გწამს, მაშინ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო.

არავის გამტყუნება არ მინდა. ყველაფერი წყალში იყრება თუ ბურთის დაჭერას და მარტივი გადაცემის
გაკეთებას ვერ ვახერხებთ. მეტოქის პრაქტიკულად ყველა შეტევა ჩვენს მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ იწყებოდა.

"ბარსელონასთანაც" გვჯეროდა გამარჯვების და ახლაც გვჯერა. დღეს ჩემმა გუნდმა ვერ ივარგა, მაგრამ საპასუხო მატჩში სულ სხვა "რომას" იხილავთ".
მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ ნახე ჩემპიონთა ლიგაზე სტადიოლიმპიკოზე როგორ თამაშობს რომა? პრაქტიკულად გოლს არ უშვებს . სადაც ჩელსის და ბარსელონას მოუგო 3:0 ები ლივერპულიც რომ მიაყოლოს რა პრობლემაა თუმცა მერე გამოხვალთ და იტყვით მიცა თამაშიო ))) ფაქტია რომ ლივერპულს არც ისეთი ადვილი გასეირნება ელის რომში როგორც თქვენ გგონიათ
ტოტტი
12:49 25-04-2018
4
ის შემთხვევიტობა იყო... ბარსამ მოტივაცია ვერ შეიქმნა, თორემ რომა რა გუნდია? კანონაზომიერება აღდგა და რომშიც მოუგებს ლივერპული..ლივერპულმაც დაკარგა მოტივაცია და გაჩერდა... რომ არ გაჩერებულიყნენ 7-8 გოლს გაუტანდნენ..
ყური მიგდე
10:41 25-04-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული