მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" ურთიერთშეხვედრების ისტორია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" ევროთასების ისტორიაში ერთმანეთს აქამდე სულ ხუთჯერ დაუპირისპირდნენ.

3 შემთხვევაში გამარჯვება "ენფილდის" ბინადრებს, 2-ჯერ კი ესპანელებს დარჩათ.

პირველად მერსისაიდელები და "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები 1981 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ "პარკ დე ფრინსზე" ინგლისელებმა ალან კენედის გოლით იმარჯვეს.

შემდეგ ორ შეხვედრაშიც გამარჯვება "ლივერპულს" დარჩა. 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ინგლისელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:0 იმარჯვეს, საკუთარ მოედანზე კი მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

ბოლო ორი მატჩი კი უკვე "რეალის" გამარჯვებით დასრულდა. 2014/15 წლების სეზონში, უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის
ჯგუფურ ეტაპზე, "ბლანკოსმა" "ენფილდზე" 3:0 გაიმარჯვა, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 1:0 მოუგო.

ეს გუნდები მეექვსედ 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც 26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი: "ლივერპულმა" 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
"1981 წელს, ევროპის თასის ფინალში" - უნდა იყოს ჩემპიონთა თასის ფინალში,
"ბალენშიკი"
13:04 03-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული