"მეშინია თუ არა სალაჰის? - ყველამ ვნახეთ, თუ რა შეუძლია მას, მაგრამ ის 11 ფეხბურთელიდან ერთ-ერთია.
მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. რა თქმა უნდა, სალაჰს პატივს ვცემ, მაგრამ შიში ხმამაღალი ნათქვამია.
ჩემპიონთა ლიგის დაწყებისას ვერავინ იფიქრებდა, რომ "ლივერპული" ფინალში გავიდოდა, მაგრამ მათ ეს მოახერხეს და ეს ყველაფერი დაიმსახურეს.
მადრიდის "რეალი" აპირებს, ტიტული კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს", - აღნიშნა რამოსმა.