იურგენ კლოპი: მომდევნო 10 წელი ამას არავინ გაიხსენებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ჩვენთვის და ეგვიპტისთვის სალაჰის ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება.

მოჰამედის ტრავმამდე ძალიან კარგად ვთამაშობდით, ვქმნიდით შანსებს, ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველას მხოლოდ შედეგი გაახსენდება.

პირველი გოლი ძალიან უცნაური მივიღეთ და ყველამ კარგად ვიცით თუ რას გრძნობს ლორის კარიუსი ახლა.

შეგვიძლია ახლა გავიხსენოთ და ვთქვათ, თუ სალაჰი ტრავმას არ მიიღებდა, თუ კარიუსი შეცდომებს არ დაუშვებდა... მაგრამ ამას არანაირი აზრი აღარ აქვს",
- აღნიშნა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული