"ჩვენი სათამაშო გეგმა მხოლოდ გამარჯვება იყო. არავითარი სხვა ვარიანტი. კარგად დავიწყეთ შეხვედრა, ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ.
სერხიო რამოსის და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდი მართლაც მძიმე სანახავი იყო. ეს გუნდისთვის შოკი იყო. ჩვენ პოზიტიური იმპულსი დავკარგეთ, მეტოქემ კი შეიძინა. უკან დავიხიეთ და ტონი კროოსამდე და ლუკა მოდრიჩამდე ვერ მივდიოდით. ბევრი სირბილი მოგვიწია და შესვენებამ მოგვისწრო. გოლები? ჩვენ ერთი გავიტანეთ, მათ კი - სამი.
სალაჰის ტრავმა? ძალიან სერიოზულია, მხარი აქვს დაშავებული. შეეძლო
მეკარის ტრავმა? მას ყველაფერი ესმის. ყველას ყველაფერი ესმის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასეთ მატჩში, ასეთ სეზონში მოხდა. მე მას თანავუგრძნობ. ძალიან ძნელია ნეგატიურ აზრებს თავი დააღწიო".