სერხიო რამოსი: იცოდნენ ინდიელებმა, ვინ მართავს დედაქალაქს [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ატლეტიკოს" მცველის, ხუანფრანის შეძახილს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სამეფო კლუბმა" "ლივერპული" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ადრე ხუანფრანმა ევროპა ლიგაში მოგების შემდეგ კლუბის ფანებთან ერთად იმღერა: "დაე, იცოდნენ ვიკინგებმა, ვინ მართავს დედაქალაქს".

მაშინ ევროპა ლიგის ფინალში "ატლეტიკომ" "მარსელი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.


"ვიკინგები" "რეალის" ერთ-ერთი მეტსახელია, რომელიც 1970 წლებში გაჩნდა, როცა გუნდში რამდენიმე გერმანელი და დანიელი ფეხბურთელი ირიცხებოდა.

რამოსმა კი ჩემპიონთა ლიგის მოგების ზეიმობისას უპასუხა: "ჩვენ ვაპირებთ ვიმღეროთ,
ზოგს ავიწყდება, რომ..."

ამის შემდეგ რამოსთან ფეხბურთელები მივიდნენ და ერთად იმღერეს: "იცოდნენ ინდიელებმა ("ატლეტიკოს" ერთ-ერთი მეტსახელი), ვინ მართავს დედაქალაქს".


▶ ეგვიპტური მედიასაშუალებები: რამოს, შენ ყასაბი ხარ, ალაჰი დაგსჯის
▶ ევროპის ძიუდოს კავშირი სალაჰის ტრავმაზე: რამოსის ილეთი ძიუდოში აკრძალულია
მკითხველის კომენტარები / 3 /
Unamuso kapitani.aman saertod rogor unda amoigos xma.arakaci.yoveltvis darcheba istorias rogorc realis yvelaze binzuri kapitani
Ruslani
17:35 28-05-2018
12
მეტი კაცობა არ გყოფნის ხო არაკაცო კაპიტანო ან კაცი როდის ხარ
TORNIKE
15:55 28-05-2018
16

სიახლეები პოპულარული