ეგვიპტური მედიასაშუალებები: რამოს, შენ ყასაბი ხარ, ალაჰი დაგსჯის

AutoSharing Option
ეგვიპტეში დარწმუნებულნი არიან, რომ "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა განზრახ მიაყენა ტრავმა "ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს და ეს დაგეგმილი იყო.

Al Masry al Youm-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც წერია:"ყასაბმა რამოსმა მოჰამედს მხარი ამოუგდო და მთელი ეგვიპტე გმინავს".

Al Watan-ი აღნიშნავს, რომ რამოსი მსაჯმა არ დასაჯა, მაგრამ ალაჰი დასჯის.

სამთავრობო გამოცემა Al Ahram-ი არ იყო თავის შეფასებებში მთლად კატეგორიული, მაგრამ აღწერა თანამოქალაქეთა სიხარული, რომელთაც შეიტყვეს, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას შეძლებს.

პორტალ Change.org-ზე სერხიო რამოსის დასჯის მოთხოვნით უეფასა და ფიფასადმი მიმართული
ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც ხელი 180 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Change. org-ის ხელმომწერები რას ითხოვენ ყვითელს? - მაგ ინციდენტში მაქსიმუმი ყვითელია და ჯარიმის დადებაც თუ უნდათ სამწუხაროდ ეგ უკვე შეუძლებელია:)))))
brola*
16:13 28-05-2018
7
აშკარაა, რომ არა სალაჰის გამოთიშვა, თასს "ლივერპული" მოიგებდა, თანაც ძალზე თავისუფლად. რამოსის წინასწარ დაგეგმილმა ტრავმამ ყველაფერი გააფუჭა. მეკარეც რაღაც საეჭვოდ "გათიშულს" გავდა.
თორნიკე
13:30 28-05-2018
23

სიახლეები პოპულარული