არის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "ტორპედომ" "შერიფი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რამაც მალე შედეგი გამოიღო. შეხვედრის მეათე წუთზე მათე ცინცაძემ ლევან კუტალია მეკარესთან ერთი-ერთზე გადაიყვანა, მაგრამ კუტალიამ კარში დარტყმას გიორგი კუხიანიძისთვის პასის მიცემა არჩია, თუმცა კუხიანიძემ კარებში დარტყმა ვერ შეძლო.

მალევე როინ კვასხვაძემ კარებიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც მოლდოველებმა კარგი შეტევის წამოწყება შეძლეს, რაც საბოლოოდ ზიგუი ბადიბანგამ მეთოთხმეტე წუთზე გოლად აქცია.

თუმცა ქუთაისელებმა წონასწორობის აღდგენა 10 წუთში მოახერხეს, გრიგოლ დოლიძემ მეტოქის საჯარიმოში კარგი
პასი გააკეთა, გიორგი ქიმაძემ კი მოლდაველთა მცველების შეცდომით ისარგებლა და 1:1!

პირველი ნახევრის დამთავრებამდე ქუთაისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი სტანდარტული მდგომარეობებიდან შექმნეს, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ნელ ტემპში განახლდა, პირველი რეალური მომენტი 63-ე წუთზე შეიქმნა, როცა ვლადიმირ კოვაჩევიჩმა მეკარეს ცუდი პასი გაუკეთა, გიორგი ქიმაძემ კი მათი შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა, "შერიფის" მეკარემ კი მის წინააღმდეგ იუხეშა და პენალტი აიკიდა. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა და "ტორპედო" 2:1 დააწინაურა.

"ტორპედომ" გოლის შემდეგ შეძლო ბურთის დაჭერა და მეტოქეს შეტევის შექმნის საშუალებას არ აძლევდა, მატჩის მიწურულს კი კუხიანიძეს მიეცა გოლის გატანის შანსი, რომელმაც ძლიერი დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მიკულიჩმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა.

საბოლოოდ შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში ტირასპოლში გაიმართება.

"ტორპედო" (4-3-3): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე (ხურცილავა 82'), აზაცკი, მარინი; გლინკა, კუჭუხიძე, ცინცაძე; დოლიძე (დაფე 61'), კუტალია, ქიმაძე (ტუღუში 77')

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

"შერიფი" (4-2-3-1): მიკულიჩი; შუშიჩი, კოვაჩევიჩი, კულუშიჩი, კრისტიანო; პალიჩი, კენდიში; როდრიგესი (ბოიჩუკი 79'), კაპიჩი (ჯო სანტოსი 67'), ბადიბანგა; კამარა

მწვრთნელი: გორან საბლიჩი

მსაჯი: ალექსანდარს გოლუბევსი (ლიეტუვა)

altკახა ჩხეტიანი: შეიძლება შემდეგი შეხვედრისთვის თავდამსხმელის დამატებაც მოესწროს

alt"შერიფის" მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია უკეთესი შედეგის დადება და ამას გავაკეთებთ!

altგიორგი ქიმაძე: ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

altმათე ცინცაძე: გასვლაზეც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს

მკითხველის კომენტარები / 23 /
იმის გათვალისწინებით, რომ ტორპედოში ახალი ფეხბურთლები არიან და ჯერ გარემოსაც არ იცნობენ ნორმალურად საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოდგა. რაც მომეწონა ის იყო, რომ გუნდი იბრძოდა და ბრძოლისუნარიანობას გამოხატავდა. მიხარია, რომ ქუთაისელებმა გულშემატკივრებს პატივი სცეს და მოედანზე ბოლომდე იხარჯდებოდნენ. წარმატებები შემდეგ კვირას !
giorgi
22:15 10-07-2018
2
ხალხო დაწერეთ რაღაც მოვიგეთ, ასე ნაჩვევი ვართ გამარჯვებებს, ვიცი ბარსელონას ან რეალს ვერ მოვუგეთ, მაგრამ ხომ ვაგებდით ასეთებთან?! რომ წაეგოდ გავსებული იქნებოდა კომენტარებით, თუ არ გაინტერესებთ არც წაგებაზე ამოიღოთ ხმა!
გენო
21:42 10-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული