იურგენ კლოპი: სერხიო რამოსი მოჰამედ სალაჰს დაუნდობლად მოექცა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსის მიერ მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენებაზე გააკეთა კომენტარი.

"თუ "რეალის" გულშემატკივარი არა ხართ, მაშინ ჩათვლით, რომ რამოსი სალაჰს დაუნდობლად მოექცა. მსაჯს რამოსი მკაცრად უნდა დაესაჯა. მაშინ ვიდეოგამეორების სისტემა რომ ყოფილიყო, ამ მომენტს განიხილავდნენ.

არა მგონია, ასეთი რამ კიდევ შეგვემთხვეს - ჯერ მეკარეს იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი სალაჰი ჭიდაობის ილეთით წააქცია და ამის შემდეგ გაიმარჯვეს.

ასეთი იყო ამ მატჩის სიუჟეტი. მერე სერხიომ ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც არ მომეწონა: განაცხადა, რომ ეს ნორმალური
იყო. მე ამას არანორმალურად ვთვლი".

altსერხიო რამოსი "ლივერპულს" დასცინის: გაეკეთებინა სალაჰს ჩემსავით ნემსი და გაეგრძელებინა თამაში

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარიუსის კატასტროფული თამაშის მიზეზი რომ რამოსის იდაყვი ყოფილიყო, არ გადაიხდიდით ამხელა ფულს ალისონში და კარიუსს არ გაუშვებდით. სალაჰი კი . . . დიდი ფეხბურთელები გატეხილი ნეკნით და გაბზარული მხრით თამაშობდნენ, ეს კი მხრის მყესის დაჭიმვის გამო გავიდა ფინალიდან 21 საუკუნის სამედიცინო ჯადოქრობების ფონზე. გამოდის ერთ რამოსს შეძლებია მთლიანი ლივერპულის დამარცხება (აღარ განვიხილავ რამოსი "ბინძური" მოთამაშეა თუ არა) - ეს პირიქით აკნინებს ლივერპულს კი არ ამართლებს.
4
მაშინ ვიდეო გამეორება რომ ყოფილიყო თქვენს ნაცვლად იქ რომა ითამაშებდა ;)
ტოტტი
18:04 28-07-2018
9

სიახლეები პოპულარული