იურგენ კლოპი: სერხიო რამოსი მოჰამედ სალაჰს დაუნდობლად მოექცა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსის მიერ მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენებაზე გააკეთა კომენტარი.

"თუ "რეალის" გულშემატკივარი არა ხართ, მაშინ ჩათვლით, რომ რამოსი სალაჰს დაუნდობლად მოექცა. მსაჯს რამოსი მკაცრად უნდა დაესაჯა. მაშინ ვიდეოგამეორების სისტემა რომ ყოფილიყო, ამ მომენტს განიხილავდნენ.

არა მგონია, ასეთი რამ კიდევ შეგვემთხვეს - ჯერ მეკარეს იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი სალაჰი ჭიდაობის ილეთით წააქცია და ამის შემდეგ გაიმარჯვეს.

ასეთი იყო ამ მატჩის სიუჟეტი. მერე სერხიომ ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც არ მომეწონა: განაცხადა, რომ ეს ნორმალური
იყო. მე ამას არანორმალურად ვთვლი".

altსერხიო რამოსი "ლივერპულს" დასცინის: გაეკეთებინა სალაჰს ჩემსავით ნემსი და გაეგრძელებინა თამაში

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარიუსის კატასტროფული თამაშის მიზეზი რომ რამოსის იდაყვი ყოფილიყო, არ გადაიხდიდით ამხელა ფულს ალისონში და კარიუსს არ გაუშვებდით. სალაჰი კი . . . დიდი ფეხბურთელები გატეხილი ნეკნით და გაბზარული მხრით თამაშობდნენ, ეს კი მხრის მყესის დაჭიმვის გამო გავიდა ფინალიდან 21 საუკუნის სამედიცინო ჯადოქრობების ფონზე. გამოდის ერთ რამოსს შეძლებია მთლიანი ლივერპულის დამარცხება (აღარ განვიხილავ რამოსი "ბინძური" მოთამაშეა თუ არა) - ეს პირიქით აკნინებს ლივერპულს კი არ ამართლებს.
???
30 ივლისი 2018 12:59
4
რა სამწუხაროა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ბინძურად მოთამაშეს კი არ აკრიტიკებს არამედ მსხვერპლს. არ უნდა გასულიყო მოედნიდანო, გეგონება ზუსტად იცოდეს ტრამვის სიზუზტე ან რა ტკივილს გრძნობდა იმ მომენტში რა იცით საერთოდ? ან რა თანამედროვე მედიცინის ჯადოქრობებზე საუბრობთ? მედიცინის გაგეგებათ რამე? ნეიმარი კოტრიალობდა და ამიტომაა სალანძღავიო, როცა ფეხბურთელს გააჩნია უნარი გააკეთოს ფინტი, რაღაც არაორდინალური და ამისთვის აკრიტიკებთ, სადაა ფეხბურთის სიყვარული? მაგრამ თქვენ ამ სპორტს აღიქვამთ როგორც ბრძოლას და მოიწონებთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას. ამიტომაც კარგავს ნელ-ნელა ფეხბურთი პოპულარობას და ამიტომაცაა ყოველი ახალი მსოფლიოს ჩემპიონატი ძველზე უსახური...
levani
05 აგვისტო 2018 11:21
0
მაშინ ვიდეო გამეორება რომ ყოფილიყო თქვენს ნაცვლად იქ რომა ითამაშებდა ;)
ტოტტი
28 ივლისი 2018 18:04
9

სიახლეები პოპულარული