ტომას ტუხელი: ფავორიტები არ ვართ, პსჟ-ს გამოცდილება აკლია

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გასამართი მატჩის წინ მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ამ ტურნირზე ბევრი ფავორიტია და ერთ-ერთი მათგანი "ლივერპულია". ასეთ ტურნირზე ასპარეზობას გამოცდილება სჭირდება, პსჟ-ს კი  გამოცდილება აკლია, ეს ნათელია. ამიტომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ, თუმცა ჩემს კლუბში დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ და წარმატების მიღწევა ისეთი რთული არ არის, როგორიც ეს "დორტმუნდში" იყო", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულსა" და პსჟ-ს შორის გასამართ მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მწვრთნელების დუელი შედგება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე
გაიმართება.

altტომას ტუხელი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კილიან მბაპეს თავში არ აუვარდეს

altვერტონგენმა ფირმინოს კინაღამ თვალი გამოსთხარა და პსჟ-სთან მისი თამაში საეჭვოა

მკითხველის კომენტარები / 1 /
და მოიგებს ლივერპული
მანე
21:05 17-09-2018
1

სიახლეები პოპულარული