იურგენ კლოპი: ეს დიდებული იყო, 2-3 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ნამატჩევს რა გასაკვირია, რომ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ჩინებულ ხასიათზე იყო.

"ეს დიდებული იყო. ჩვენ თამამად ვთამაშობდით. მოწინააღმდეგეს გასაქანს არ ვაძლევდით და თავს კარგად ვიცავდით. ეს შესანიშნავი იყო.

სტარიჯი ჩინებულად გაისარჯა. მართლა ჩინებულად. გუშინ ფირმინოს თამაში არ შეეძლო, დღეს კი თვალი გაახილა.

დღეს ახალი არაფერი არ გაგვიგია. პსჟ-სთან 95%-იანი თავდადებით არ შეიძლება ითამაშო. ასეთ გუნდს მხოლოდ მაქსიმალური ძალისხმევით თუ დაამარცხებ.

ერთდროულად ნეიმარის და დი მარიას განეიტრალება რთული ამოცანაა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს, ბევრი მომენტები ჰქონოდეთ. თავს კარგად
ვიცავდით.

უკვე აღარ ვფიქრობდით, რომ პსჟ-სთან შანსი არ გვქონდა. 2-3 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბიჭებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს".

altჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "ლივერპულმა" პსჟ კომპენსირებულ დროში დაამარცხა, კვირკველიას "ლოკომოტივი" კი "გალათასარაისთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრანგებს რას ერჩი?
Shota
14:58 19-09-2018
1
სადაც კი რუსები და ფრანგები აგებენ, ყველგან და ყოველთვის ნასიამოვნები ვრჩები
euhh
12:02 19-09-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული