იყო თუ არა კრიშტიანო რონალდო გასაძევებელი "ვალენსიასთან" მატჩში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრიშტიანო რონალდომ "იუტენტუსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა, თუმცა მოედნის დატოვება 30-ე წუთზე მოუწია, მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი მას შემდეგ გააძევეს, რაც ის "ვალენსიას" მცველ ჯეისონ მურილიოს მიუახლოვდა და თავზე შეეხო. რონალდოს აზრით, კოლუმბიელი ფეხბურთელი საკუთარი ინიციატივით წაიქცა და ის მის წამოყენებას ცდილობდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფელიქს ბრიხი ამ მომენტს არ უყურებდა, იგი ზურგით იდგა, რადგან ბურთი იმ დროისთვის მოედნის სხვა მონაკვეთზე თამაშდებოდა, თუმცა ეპიზოდს კარის გვერდით მდგომი დამხმარე არბიტრი ხედავდა. სწორედ მასთან კონსულტაციის შემდეგ უჩვენა
გერმანელმა მსაჯმა რონალდოს წითელი ბარათი და პორტუგალიელმა მოედანი ცრემლიანმა დატოვა.

წითელი ბარათის დროს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გარანტირებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა არის შანსი, რომ პორტუგალიელს არა მხოლოდ "იანგ ბოიზთან", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედთან" 23 ოქტომბერს "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის გამოტოვებაც მოუწიოს, ხოლო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში "წითელ ეშმაკებთან" ვერც საშინაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

უეფას დისციპლინურმა კომიტეტმა უკვე დაიწყო კრიშტიანო რონალდოს საქმის განხილვა, ვერდიქტი კი 27 სექტემბერს გამოცხადდება და ყველაფერი სწორედ მაშინ გაირკვევა.

altმასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა

altESPN-ის ჟურნალისტი: რონალდოს გაძევება მსაჯის სირცხვილია

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: რონალდო გააძევეს, "მანჩესტერ სიტის" გარდა კი ყველა ფავორიტმა გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული