"ეს არასდროს მოხდება" - გვარდიოლა მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმთან" გასამართი მატჩის წინ "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს.

კატალონიელი სპეციალისტის თქმით, მბაპეს ტრანსფერი საერთოდ არ განიხილება.

"ეს არასდროს მოხდება. ხანდახან ვერც კი ვხვდები, საიდან მოდის ეს ჭორები. "მანჩესტერ სიტის" არ აქვს და არც აპირებს იმდენი ფულის დახარჯვას, რასაც მბაპე ან პსჟ იმსახურებენ. ფრანგები ასეთი დონის ფეხბურთელს რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაყიდიან. არც ჩვენ ვაპირებთ სტერლინგის ან რომელიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელის გაშვებას", - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

"მანჩესტერ სიტი" თბილისის დროით 20:55 საათზე "ჰოფენჰაიმს"
სახლში მიიღებს.

პირველ ტურში "ლიონთან" (2:1) მარცხის შემდეგ ინგლისური გუნდი ჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს.

altპეპ გვარდიოლა: პრემიერლიგას იმაზე უკეთ წარმოაჩენენ, ვიდრე სინამდვილეშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული