პეპ გვარდიოლა: "ბარსასა" და "ბაიერნში" ბევრი ფეხბურთელი მყოლია, მაგრამ სილვა...

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა "ჰოფენჰაიმთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ დავიდ სილვას მისამართით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

დავიდ სილვამ მატჩის 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს პირველი სამი ქულება მოუტანა.

"ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია. "ბარსასა" და "ბაიერნში" ბევრი ფეხბურთელი მყოლია, მაგრამ სილვა ერთ-ერთი საუკეთესოა. მიყვარს ისეთი ფეხბურთელები, ვისაც რთულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. იგი მსოფლიო ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული და ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც იმსახურებს. ვფიქრობ, ამას მთელი გუნდი იმსახურებს" - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

7 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის
მთავარ კონკურენტ "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

altდავიდ სილვა: ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული თვეები იყო

altიყო თუ არა ლეროი სანეს მომენტში პენალტი? - გვარდიოლა მსაჯობით უკმაყოფილოა [VIDEO]

alt"ეს არასდროს მოხდება" - გვარდიოლა მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული