ფლეტჩერი: მესი ისე თამაშობს, თითქოს მესის და ინიესტას ჰიბრიდი იყოს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ტოტენჰემთან" "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.

"სუარესი მესიზე თამაშობს. მას ძალიან დიდ პატივს სცემს. "ლივერპულში" ასე არ თამაშობდა. დღეს შეტევისას მესის ორჯერ დაუტოვა ბურთი. საფეხბურთო მოედანზე ორივეს უყვართ ერთმანეთი.

ლეოს დღეს ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენა. "მანჩესტერში" პოლ სკოულზი თამაშობდა ხოლმე ასე, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა.

გუნდურად სიღრმიდან თამაში მესის კარიერის გახანგრძლივებაში დაეხმარება. ასე კიდევ უამრავ გოლს გაიტანს. ახლა ის ისე თამაშობს, თითქოს მესისა და ინიესტას
ჰიბრიდი იყოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო ისე გულწრფელად ხარობს თავისი თანაგუნდელების გოლებით,რომ შეუძლებელია ამ კაცისადმი სიმპატიით არ განეწყო.
LIVERPOOL
10:47 04-10-2018
0
რონალდუ- პირიქით იბოღმება როცა მისი თანაგუნდელი იტანს
მახო
13:25 04-10-2018
2

სიახლეები პოპულარული