მაურისიო პოჩეტინო: როცა უკვე მეორე წუთზე უშვებ, ყველაფერი იცვლება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "ბარსელონასთან" (2:4) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რთული თამაში იყო. როცა უკვე მეორე წუთზე უშვებ, ყველაფერი იცვლება. რთულია "ბარსელონასა" და ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც მესი და სუარესი არიან. თუმცა ჩვენ არ ვნებდებოდით და ვიბრძოდით. ამიტომ მინდა მივულოცო ჩემს გუნდს. ძალიან ამაყი ვარ. შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ არა ფეხბურთელების თავგანწირვით

როცა ასეთ დონეზე თამაშობ და უპირატესობას აძლევ ისეთ გუნდს, როგორიც "ბარსელონაა", ძალიან რთულია შემდეგ მოიგო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხასიათი გამოვავლინეთ", - თქვა
პოჩეტინომ bbc.com-თან საუბარში.

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბარსელონას" ლამაზი გოლები "ტოტენჰემთან" და "ლივერპულის" მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული