ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ: ვნახოთ "ბარსა" მესის გარეშე

AutoSharing Option
"კამპ ნოუს" ჯახი "ბარსასა" და "ინტერს" შორის, პსჟ-სა და "ნაპოლის" დაპირისპირება პარიზში, "ბორუსია" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დორტმუნდში - ეს თამაშები გამოვარჩიეთ საკმაოდ საინტერესო სათამაშო დღიდან ჩემპიონთა ლიგაზე...

მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, ბარსელონაშია. B ჯგუფის შეხვედრაში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლუჩანო სპალეტის კრებულს მასპინძლობს. გრანდების დაპირისპირებას უდიდესი დანაკლისი აქვს - ლიონელ მესიმ "სევილიასთან" დაპირისპირებაში ხელზე ძვალი მოიტეხა და არათუ ამ მატჩში, არც მეოთხე ტურში იქნება "ჯუზეპე მეაცაზე".

მესის გარეშე "ბარსას" ძალიან გაუჭირდება, რადგან ბოლო დროს კარგად გამოჩნდა, რომ ვალვერდეს გუნდი ძალიან არის
დამოკიდებული არგენტინელ სუპერვარსკვლავზე. მოკლედ, მესის ვერ ვიხილავთ ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე. მის ნაცვლად კი შეტევაში ფილიპე კოუტინიო წაიწევს, შუა ხაზში კი ადგილი მისი თანამემამულე არტურისთვის გამოთავისუფლდება.

ეს მატჩი განსაკუთრებულია ფილიპე კოუტინიოსთვის, რომელიც ყოფილი ინტერისტაა - 2008-2011 წლებში მილანური კლუბის ღირსებას იცავდა.

მესის გარდა, არ იქნება თომას ვერმალენი და ალბათ, არც სამუელ უმტიტი, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებულია და ფორმაში არ არის. "ინტერს" ბელგიელი რაჯა ნაინგოლანი დააკლდება - ნაინგოლანს კოჭი აქვს დაშავებული. საეჭვოა მარსელო ბროზოვიჩისა და ივან პერიშიჩის თამაში, თუმცა ხორვატებს "კამპ ნოუზე" თამაშის შანსი ნამდვილად აქვთ.

პრესკონფერენცია
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ვეთამაშებით გუნდს, რომელიც საუკეთესო ფორმაშია - გუნდს, რომელიც არასდროს ნებდება და რამდენიმე მოგება ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვა. ეს არის ძლიერი ხასიათის კოლექტივი. წინ ბრწყინვალე მატჩი გველის, რომელშიც მნიშვნელოვანი 3 ქულა გათამაშდება. მოგებული მომდევნო რაუნდისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ახლა, როცა ლეო არ გვეყოლება, ის ძალიან დაგვაკლდება. ბევრ ვარიანტს განვიხილავ. მის პოზიციაზე გვყავს მოთამაშეებიც და შეგვიძლია სქემის შეცვლაც. თუმცა არ ვაპირებ გეგმები გავახმაურო და მეტოქეთა მწვრთნელს საქმე გავუადვილო".

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მწვრთნელი): "ბარსელონას დონის გუნდებს ნიჭიერი ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე ჰყავთ. კატალონიელების შემადგენლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ისინი ფავორიტები არიან, ჩვენ კი თავდაჯერება გვჭირდება. აუცილებელია, მოედანზე გავიდეთ ფეხბურთის სიყვარულით. მესის შემცვლელს რაც შეეხება, ვინც უნდა იყოს ის, შეეცდება, თავი კარგად წარმოაჩინოს. მესი საოცარია, მაგრამ "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ პრობლემების შექმნა".

ფაქტები
  • მილანის "ინტერმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან 2010 წელს გამოთიშა. მაშინ "ინტერს" ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.
  • "ინტერს" "კამპ ნოუზე" ჯერ არასდროს გაუტანია გოლი.
  • "ბარსელონას" სტატისტიკა იტალიური კლუბების წინააღმდეგ: 16 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.
  • "ბარსელონამ" "ინტერს" ბოლო 4 მატჩი მოუგო შინ.
  • "ინტერს" ჩემპიონთა ლიგაზე 3-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.
  • "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 მატჩიდან 12-ში დაუმარცხებელია.
  • "ინტერმა" ლიგაზე ბოლო 3 შეხვედრაში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

A ჯგუფი
ბრიუგე-მონაკო 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
ბრიუგე (3-5-2): ლეტიცა - დენსვილი, მიშელი, მიტროვიჩი - გროენველდი, რიტცი, ვანაკენი, ვორმერი, ვლიეტინკი - რეზაეი, ვესლი
მონაკო (4-3-3): ბადიაშილი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი - ტილემანსი, აოლუ, გოლოვინი - შადლი, იოვეტიჩი, ფალკაო

დორტმუნდი-ატლეტიკო 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - პიშჩეკი, დიალო, ზაგადუ, ჰაკიმი - ვიტსელი, დელეინი, პულიშიჩი, როისი, სანჩო - ფილიპი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი, ა. კორეა

B ჯგუფი
პსვ-ტოტენჰემი 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ (4-3-3): ზოეტი - ანხელინიო, ვიერხევერი, შვააბი, დუმფრისი - ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო - ბერგვეინი, დე იონგი, ლოსანო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი - ვინკსი, დაიერი - ერიქსენი, ლამელა, სონი - კეინი

ბარსელონა-ინტერი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ბუსკეტსი, არტური, რაკიტიჩი - კოუტინიო, ლ. სუარესი, დემბელე
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა, ბორხა ვალერო, კეიტა - იკარდი

C ჯგუფი
პსჟ-ნაპოლი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - ვერატი, რაბიო, დი მარია - ნეიმარი, კავანი, მბაპე
ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ჟიელინსკი - ინსინიე, მილიკი

ლივერპული-ცრ. ზვეზდა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი- მილნერი, ვეინალდუმი, შაჩირი - სალაჰი, სტარიჯი, ფირმინო
ცრვენა ზვეზდა (4-5-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, დეგენეკი, ბაბიჩი, როდიჩი - ებესილიო, იოვიჩიჩი, ბენი, კრსტიჩიჩი, მარინი - ბოაკიე

D ჯგუფი
ლოკომოტივი-პორტუ 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ლოკომოტივი (4-5-1): გილერმე - იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი, იდოვუ - კრიხოვიაკი, დენისოვი, ფერნანდეში, ანტონ მირანჩუკი, ალეკსეი მირანჩუკი - ედერი
პორტუ (4-3-3): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელიესი - ერერა, დანილო, სერხიო ოლივეირა - ბრაჰიმი, კორონა, მარეგა

გალათასარაი-შალკე 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ლინესი, მაიკონი, კაბაკი, ნაგატომო - დონკი, ნდიაე, ბელჰანდა - სინანი, დერდიოკი, როდრიგეში
შალკე (3-5-2): ნიუბელი - სანე, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მასკარელი, შიოპფი, სერდარი, მაკკენი - ემბოლო, ბურგშტალერი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული