ჟოაო მირანდა: მაყურებლის როლში არ ვიქნებით, "ბარსელონას" დამარცხება გვსურს

AutoSharing Option
"მილანის" დამარცხების შემდეგ "ინტერის" ფეხბურთელებს "ბარსელონას" დამარცხების იმედიც აქვთ.

ჟოაო მირანდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" დამარცხება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"მესი არ იქნება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ "ბარსელონა" მხოლოდ ის არ არის. მათ უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავთ. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. სუარესი შესანიშნავი მოთამაშეა, ის ძალიან სწრაფია. ბედნიერები ვართ, რომ "ბარსელონას" მსგავს დიდ კლუბს ვეთამაშებით და გპირდებით, მაყურებლის როლში არ ვიქნებით, მათი დამარცხება გვსურს" - განაცხადა მილანელთა ბრაზილიელმა მცველმა.

"ბარსელონას" და "ინტერის" შეხვედრა "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

alt"ინტერმა" "მილანი" იკარდის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

altმესის მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და სამი კვირა იუქმებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეხ მაინც მაყურებლად მოგიწია ყოფნა.
0

სიახლეები პოპულარული